spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე გიორგაძე – დღეს ჩემი პაციენტი დამხვდა გაბრაზებული და აფორიაქებული, ორი კვირა მაცადეთ, რომ ეს ადამიანი დავაყენო ფეხზე

სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ენდროკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაბრაზებული და  აფორიაქებული დახვდა.

 

“რა გითხრათ, ექიმი ვარ და შემიძლია მეც გამოვხატო ემოციები. დღეს ჩემი პაციენტი დამხვდა გაბრაზებული და აფორიაქებული. ეს უკვე თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, რატომ? პაციენტს, რომელსაც ანერვიულებენ, არ ვიცი ტელევიზორით თუ იქ. მე, როგორც ექიმი, ამაზე ვბრაზდები, ყველას ვთხოვე, მის იურისტებსაც, ამხანაგებსაც, ოჯახის წვერებსაც, ორი კვირა მაცადეთ, რომ ეს ადამიანი დავაყენო ფეხზე.

 

თუ მართლა თქვენ ამ ადამიანზე ზრუნავთ და ზრუნავთ მის სიცოცხლეზე, ცოტა შეეცადეთ და ორი კვირა მოგვეცით ექიმებს, რომ გამოვიყვანოთ ბოლომდე ამ მდგომარეობიდან“,- განაცხადა ელენე გიორგაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები