“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული მასობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეები ცნობილმა ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ სხვა ექიმებთან ერთად მოინახულა და რეკომენდაციები გასცა.
მის თქმით, რამდენიმე ადამიანის შემთხვევაში თანხლები დაავადებების გამო შიმშილობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა უნდა მოხდეს. ელენე გიორგაძემ მოშიმშილეებისთვის ასევე მინერალებისა და კვებითი დანამატების მიღების რეკომენდაციები გასცა.
“ზოგიერთ პაციენტთან გვჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან არის სხვა გარკვეული დაავადებები, შეიძლება რაღაც მომენტი დადგეს, რომ ექიმებმა მათთან მიმართებით მოითხოვონ შიმშილობის შეწყვეტა. ჩვენ შევიმუშავეთ ერთობლივი რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ მსოფლიო რეკომენდაციები, რომ უნდა მივაწოდოთ ვიტამინები და მინერალები ამ ადამინებს, მითუმეტეს, რომ ზამთარია და ყველას, სამწუხაროდ, აქვს დასუსტებული იმუნური სისტემა. ორ ადამიანზე ვფიქრობთ, რომ დღესვე შეწყვიტონ შიმშილობა, მაგრამ ორივესგან მივიღეთ უარი, ორივეს აქვს დაავადება, რომელთანაც შიმშილი კატეგორიულად არ შეიძლება”, – განაცხადა ელენე გიორგაძემ
“ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარედ გაშლილ 12 კარავში 200-ზე მეტი ადამიანი მეოთხე დღეა, შიმშილობს.