spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ამ ფორმით მე ვცდილობ, მიხვდენ, რომ ადამიანის სიცოცხლით თამაში ყველაზე საშიშია

მინდა, მიხვდნენ, რომ ადამიანის სიცოცხლით თამაში ყველაზე საშიშია, – აცხადებს “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელმაც ღამე პარლამენტში გაათია. 

 

მან  საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა გუშინ დაიწყო. ელენე ხოშტარიას თქმით, ის მხოლოდ წყალს იღებს. 

 

“რისკები, რომ რაღაც უბედურება მოხდეს, არის ძალიან მაღალი, ამიტომ  ჩემი მოთხოვნა არის ძალიან ელემენტარული და მინიმალური, იყოს გარანტიები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, რაც შესაძლებელია სამოქალაქო კლინიკაში.  სამწუხაროდ,  ხელოსუფლებას ლაპარაკი, კანონის მოთოვნა არ ესმით,  არავის კუთხეში მომწყვედვა არ მინდა,  ამ ფორმით მე ვცდილობ, მიხვდენ, რომ ადამიანის სიცოცხლით თამაში ყველაზე საშიშია”, – განაცხადა ხოშტარიამ.

 

მისივე თქმით, მას ჯერჯერობით პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატებთან კონტაქტი არ ქონია.  მანდატურის სამსახურსაც მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არ გამოუხატავს.

 

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 35 დღეა, შიმშილობს.  მისი ჯანმრთელობის  მდგომარეობა რთულია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები