spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ან საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს დეტალურ განმარტებას, ან ის იქნება ლეგიტიმურად ეჭვმიტანილი რუსეთთან და ირანთან კრიმინალურ თანამშრომლობაში

ან საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს დეტალურ განმარტებას ამ საჰაერო მოძრაობასთან დაკავშირებით, ან ის იქნება ლეგიტიმურად ეჭვმიტანილი რუსეთთან და ირანთან  კრიმინალურ თანამშრომლობაში, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 

 

ის  საქართველოს ხელისუფლებისაგან განმარტებას ირანის აეროპორტიდან აფრენილი  სატვირთო თვითმფრინავის შესახებ მოითხოვს, რომელიც საქართველოს გავლით რუსეთში გაფრინდა.  

 

როგორც ხოშტარია აცხადებს, გუშინდელი დღის შემდეგ, ყველა ქვეყანა ვალდებულია მსგავს თემებზე კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა მოახდინოს.   

 

“გუშინ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული დარტყმების ერთ-ერთი იარაღი იყო ირანის უპილოტო სამხედრო აპარატები – “შაჰიდ 136“, რომლის რუსეთისთვის მოწოდების შესახებ მთელი აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები. განგაში იყო იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთსა და ირანს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით კატასტროფულად გახშირდა ირანიდან რუსეთში ამ სამხედრო ტექნიკის გადაზიდვები. აქედან გამომდინარე, ჩვენ 4 და 11 სექტემბერს დავაფიქსირეთ რადარზე საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსული ირანული სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აფრინდა სამოქალაქო-სამხედრო  ფუნქციის მქონე აეროპორტიდან. 

 

მეტიც, 19 სექტემბერს აშშ-მა დამატებით სანქციები გამოუწერა ამ კონკრეტულ ავიაკომპანიას, ამ კონკრეტული ტიპის, ბოინგის გადაზიდვების გამო და გამოითქვა ეჭვი, რომ ეს სწორედ ის გადაზიდვებია, რომელიც ამარაგებს რუსეთს მსგავსი ტექნიკით და ამ ტექნიკისთვის აუცილებელი ნაწილებით, ჩიპებით და სხვა. გუშინდელი დღის შემდეგ, რომელმაც შეაძრწუნა მთელი მსოფლიო, რომელიც შეფასდა ტერორისტულ თავდასხმად, ნებისმიერი სახელმწიფო კეთილსინდისიერებასთან ახლოს მყოფი მთავრობა უნდა იყოს დაინტერესებული, რომ იყოს უკიდურესად გამჭვირვალე საკუთარ ტერიტორიულ სივრცეში შემოსულ ნებისმიერ მსგავს მოძრაობასთან დაკავშირებით.  თუ საქართველოში შემოსული ეს თვითმფრინავი არ იყო გარიგების ნაწილი, ჩვენ უნდა გავაკეთოთ დეტალური განმარტება, როგორ მოხდა, რატომ შემოვიდა ჩვენს სივრცეში, და რა ტვირთი იყო ამ თვითმფრინავში. 

 

ან საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს დეტალურ განმარტებას ამ საჰაერო მოძრაობასთან დაკავშირებით, ან ის იქნება ლეგიტიმურად ეჭვმიტანილი რუსეთთან და ირანთან ამ კრიმინალურ თანამშრომლობაში“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები