გაიწევა პოლიცია, გაიწევა „ქართული ოცნება“ და გაიწევა რუსეთიც ამ ქვეყნიდან, რადგან თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ვიბრძვით, არ ვეგუებით, სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ აქვს. ახლა აქ დავბანაკდებით, დღესაც აქ ვრჩებით, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აქცია არ დასრულდება, უკან არავინ დაიხევს, გამოცხადებულია წინააღმდეგობის მოძრაობა და ეს მოძრაობა წავა მხოლოდ წინ.
„ყველანაირი ორგანიზაციული საკითხი იქნება მოგვარებული, ჩვენ დავიცავთ ყველა ჩვენს მოქალაქეს, არ დავიხევთ არც ერთი ნაბიჯით უკან. ჩვენ გამოვაცხადეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ეს მოძრაობა წავა მხოლოდ წინ. გაიწევა პოლიცია, გაიწევა „ქართული ოცნება“ და გაიწევა რუსეთიც ამ ქვეყნიდან, რადგან თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ვიბრძვით, არ ვეგუებით, სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ აქვს. ახლა აქ დავბანაკდებით, დღესაც აქ ვრჩებით“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.