spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – არ ვაპირებთ, ვინმეს დღის წესრიგით ვიმოქმედოთ ან ვითამაშოთ

ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ამ დღის წესრიგს არ ცვლის არაფერი, არ ვაპირებთ, ვინმეს დღის წესრიგით ვიმოქმედოთ ან ვითამაშოთ – ამის შესახებ  “დროას” ლიდერმა,  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა  ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ჩამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება არის ექსკლუზიურად სააკაშვილის და ეს მათთან შეთანხმებული არ არის. 

 

რაც შეეხება წინაასარჩევნო კონტექსტს, ხოშტარიას განმარტებით, ამჯერად “ქართული ოცნება” სიტუაციას ვეღარ წარმოაჩენს ორ პიროვნებას შორის არჩევნებად, რადგან ოპოზიციის მხარეს არის არა ერთპიროვნული ძალა, არამედ კოალიცია.

 

“ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ამ დღის წესრიგს არ ცვლის არაფერი, ჩამოსვლის გადაწყვეტილება არის ძალიან ექსკლუზიურად მისი, მათ შორის პასუხისმგებლობა, მათ შორის ჩამოსვლის ფორმებზე (რატომ უნდა იყოს კოორდინირებული მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა ჩემთან?) მათ შორის დღის წესრიგს ვქმნით ჩვენ. ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას, ვქმნით ჩვენ ჩვენი კოალიციური შეთავაზებით საზოგადოების მიმართ.  თუ “ქართულ ოცნებას” ექნება მცდელობა,  რომ ეს არჩევნები აქციოს ორ ადამიანს შორის არჩევანად, რასაც სულ აკეთებს ხოლმე – “ქართულ ოცნებასა” და სააკაშვილს შორის არჩევანად, უბრალოდ, არ არის ეს არჩევანი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კოალიცია და ეს არ არის ის დუალიზმი, რასაც სულ გვთავაზობს ხოლმე, რომ ან ეს, ან ის. არის კოალიცია, იმის იქეთ ჩამოსვლა, არ ჩამოსვლა, ეს არის მისი გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვინმეს დღის წესრიგით ვიმოქმედოთ ან ვითამაშოთ”, – განაცხადა ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები