spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ელენე ხოშტარია – არანაირი აკრძალული ნივთიერება არ მქონია და არც მექნება, ეს არის წამლები, რომლებიც მაქვს გამოწერილი

აქ შესვლისას მქონდა წნევა, ღებინების ეპიზოდი, არ გამიშვეს საპირფარეშოში და ზუსტად ამ წნევის ფონზე იყო ძალადობის ეპიზოდი, როდესაც 2 პოლიციელი მაკავებდა, ნინო ჩხარტიშვილი, მეორე პოლიციელი და მესამე მხდიდა, მერე შიშველზე მეტალოდეტექტორს მატარებდნენ, ხაზგასმული აგრესია და ძალადობა იყო მათი მხრიდან – ამის შესახებ იზოლატორის დატოვების შემდეგ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მოძალადე პოლიციელის ამოცნობა შეუძლია.

“ყველას ამოცნობა შემიძლია სახეზე, საკმაოდ დიდი ხანი გავატარე, საკმაოდ ცინიკურები იყვნენ. სახელები და გვარებიც ვკითხე, ორის ვიცი. ეს ქალი – ნინო ჩხარტიშვილი იყო იქ [კახეთის გზატკეცილზე] ძალადობის ეპიზოდში პოლიციაში, აქ გაშიშვლების ეპიზოდშიც ის გამოიძახეს პირადად. საათ-ნახევარი ველოდებოდით. მეორე – დავით ბოლოთაშვილი ეგეთი აგრესიული არ იყო, მაგრამ ამ ნინოს ეხმარებოდა და ვერ შეიკავა თავი აგრესიისგან.

საქართველოში არ არსებობს სამართლებრივი სივრცე, მაგრამ ეს ადამიანები რომ დაისჯებიან გარანტიას ვაძლევ”, – განაცხადა ხოშტარიამ.

რაც შეეხება შსს-ს განცხადებას “კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებაზე”, ხოშტარია აცხადებს, რომ ეს მისთვის გამოწერილი წამალია.

“სასაცილოა, როგორც ჩანს, მათ ჩათვალეს საჭიროდ, რომ  რაღაც უნდა ეთქვათ. მე ზოგადად გამოწერილი მაქვს ბევრი წამალი, რომელიც აუცილებელია ჩემთვის და თან მქონდა წამლები. ერთი ტაბლეტი ალბათ, იქ ეგდო. ჩემთვის არ არის საინტერესო რას იტყვიან, ამიტომაც დღეს სასამართლოზეც არ წავედი, არ ვეთანამშრომლები ამ სისტემას, არანაირი აკრძალული ნივთიერება არ მქონია და არც მექნება. ეს არის წამლები, რომლებიც მაქვს გამოწერილი”,  – განაცხადა ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები