ჩვენ, პროდასავლური ოპოზიციის კოალიციამ განვაცხადეთ, რომ ჩვენი ბრძოლის მთავარ ელემენტზე გადავდივართ, ეს არის ქუჩის პროტესტი, რომელიც იქნება მშვიდობიანი, მაგრამ ამასთანავე ძალიან პრინციპული და ძალიან მწვავე, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ორშაბათს იქნება აქცია, საზოგადოებაში უამრავი ჯგუფი, აქტივისტია, რომელსაც ბევრი იდეა აქვს, დღეს ამ ჯგუფებთან შეხვედრა იგეგმება.
“ჩვენ, პროდასავლური ოპოზიციის კოალიციამ განვაცხადეთ, რომ ჩვენი ბრძოლის მთავარ ელემენტზე გადავდივართ, ეს არის ქუჩის პროტესტი, რომელიც იქნება მშვიდობიანი, მაგრამ ამასთანავე ძალიან პრინციპული და ძალიან მწვავე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვემზადებით, ორშაბათს იქნება აქცია, საზოგადოებაში უამრავი ჯგუფი, აქტივისტია, რომელსაც ბევრი იდეა აქვს, დღეს ჩვენ ამ ჯგუფებთან შეხვედრა გვაქვს, რომ მათი აზრები მოვისმინოთ, ამ პროცესზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ამასთანავე, ჩართულობა ყველასი უნდა იყოს, რადგან ეს არის საერთო, ეროვნული ბრძოლა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უნდა დაგვიბრუნოს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ოპოზიცია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. საპროტესტო აქციების საორგანიზაციო შეხვედრაში 3 პოლიტიკური ძალა მონაწილეობს.