spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ჩემთვის გორის ჰოსპიტალი არის ის ადგილი, სადაც მისი მკურნალობა არის აბსოლუტურად შესაძლებელი

გორის ჰოსპიტალი არის ის ადგილი, სადაც მისი მკურნალობა არის აბსოლუტურად შესაძლებელი, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.  

 

მისი თქმით, ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის სიცოცხლის გადარჩენა.

 

“გორის ჰოსპიტალზე მე მქონდა კონსულტაცია ექიმებთან, არაერთ პროფესიონალთან. მე არ ვარ ამის სპეციალისტი და ჩემთვის გორის ჰოსპიტალი არის ის ადგილი, სადაც მისი მკურნალობა არის აბსოლუტურად შესაძლებელი. კიდევ ერთხელ, ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა. ეს არ არის პოლიტიკური დღის წესრიგი, ეს არ არის პოლიტიკური თამაში. ეს არის სიცოცხლის გადარჩენა. მე არ ვიცი, ამაზე უფრო ფასეული, რა შეიძლება იყოს”, — განაცხადა ხოშტარიამ “ტვ პირველის” ეთერში.

 

ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით უკვე 16 დღეა, შიმშილობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები