spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ჩვენ ვიღებთ ინიციატივას, ჩვენმა პროდასავლურმა ფრონტმა შეიძინოს კიდევ უფრო კონკრეტული ფორმა კი არა, საქმე

ჩვენ ვიღებთ ინიციატივას, ჩვენმა პროდასავლურმა ფრონტმა შეიძინოს კიდევ უფრო კონკრეტული ფორმა კი არა, საქმე, – ამის შესახებ  „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.  

 

მისი თქმით,  პროდასავლურმა ძალებმა კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ.   

 

“სანამ შედეგს არ მოვიღებთ, სულ იქნება  კითხვა – „როდის?“, მაგრამ ჩვენ ამას უნდა შევხედოთ დინამიკაში.  დღეს „ქართული ოცნება“ არის ბევრად უფრო ფარდაახდილი, დასუსტებული.  მოუწიათ მათ ოთხეულის გამოყოფა, მოუწიათ 160 ათას ადამიანთან დაპირისპირება, ოლიგარქი დაარქვეს ბიძინა ივანიშვილს.  ნუ ვიტყვით,  რომ  დღეს იწყება რამე სუფთა ფურცლიდან, ეს ყველა მიმართულება არის ამოქოქილი.  დღეს ოპოზიციას ამოცანა გვაქვს, რომ  ამის მასშტაბი გავზარდოთ ჩვენი კოორდინაციის გაუმჯობესებით“, – განაცხადა ხოშტარიამ. 

 

მისი თქმით,  ამ პროდასავლურ მოძრაობაში ჩაერთვება, როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი ძალები.  

 

“ძალიან არ მინდა ამ ყველაფერს დაერქვას ახალი პოლიტტექნოლოგიური სახელი.  ყველანი, ვინც ვართ, აქტივისტი, არასამთავრობო, ექსპერტი, პარტია თუ ჟურნალისტი,  პოლიტიკური პარტიები,  გვინდა ავიღოთ ინიციატივა.  არ  შევეგუებით სიტუაციას, რომ მე ვიღაცამ მითხრას, რომ ჩემს ქვეყანაში არ ვარსებობ. 

 

ჩვენ ვიღებთ ინიციატივას, რომ  ამ კოალიციამ, რომელიც არსებობს ქვეყანაში, – პარტიულ კოალიციას არ ვგულისხმობ, ასე დავარქვათ, ჩვენი პროდასავლური ფრონტი, ამან შეიძინოს კიდევ უფრო კონკრეტული ფორმა კი არა საქმე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

 

როგორც ცნობილია,  პოლიტიკური პარტიები:  „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „ლელო“ და „გირჩი- მეტი თავისუფლებისათვის“  პროდასავლური მიმართულებით კოორდინირებულ მოძრაობას აანონსებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები