spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ჩვენი ამოცანაა, დავანგრიოთ ის ოლიგარქიული ქსელი, რომელზეც დგას ეს მმართველობა

“დროას“ ლიდერი  ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის მმართველობასთან დაკავშირებული პირების სანქცირებას ითხოვს.  

 

„უკრაინის ომმა ცხადყო მთელი მსოფლიოსა და ცივილიზებული სამყაროსთვის რომ ჩვენს რეგიონში დიქტატურების, ავტორიტარული და ოლიგარქიული  მმართველობის  დრო მიდის. ეს არის ჩვენი ხალხის ცივილიზაციური არჩევანი,  რომ გახდეს ევროპის წევრი და არ ჩაიხრჩოს ოლიგარქიულ  ჭაობში. ჩვენი ამოცანაა, დავანგრიოთ ის ოლიგარქიული ქსელი,  რომელზეც დგას ეს მმართველობა. ამიტომ ვაპირებთ ჩვენს პარტნიორებთან ვიმუშაოთ და ვამხილოთ ის საყრდენი, რომლის მეშვეობითაც ბიძინა ივანიშვილი ახერხებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზანებას“, – განაცხადა ხოშტარიამ.  

 

დავით ხიდაშელი, უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ოთარ ფარცხალაძე და ირაკლი რუხაძე, ასეთია ჩამონათვალი იმ  ადამიანების, რომელთაც  ელენე ხოშტარია „ბიძინა ივანიშვილის საყრდენად“ აცხადებს.

 

“დავით ხიდაშელი – ეს არის ადამიანი, რომელიც ბოლო დროს სარგებლობს დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური შეღავათებით საქართველოში, რომელიც მონაწილეობდა არაერთ რუსულ სპეცოპერაციაში, არის პირდაპირ დაახლოებული კრემლთან, ევტუშენკოვთან, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილს დაურეკა და ბიზნეს გარიგებებზე ე საუბრობდნენ.უჩა მამაცაშვილი – გარდა იმისა, რომ ის არის პრაქტიკულად ჩრდილოვანი მმართველი ეკონომიკის, აკონტროლებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ის ბიძინა ივანიშვილთან ერთად არის სანქცირებული პოლტარჩენკოს ბიზნესპარტნიორი. ეს არის სანქტ-პეტერბურგის ყოფილი მერი, კრემლთან დაახლოებული პირი.ვანო ჩხარტიშვილი – ის მონაწილეობს არაერთ კორუფციულ გარიგებაში, მათ შორის თამბაქოს სფეროში და ის არის ღიად ფოთში რუსული სახელმწიფო კომპანიის “როსნეფტის” პარტნიორი. 49%-ს მის კომპანიაში ფლობს “როსნეფტი”.

 

ოთარ ფარცხალაძე – ყველასთვის ცნობილი, პრაქტიკულად მაფიოზად ჩამოყალიბებული „ბიზნესმენი“, რომელიც გარდა იმისა, რომ მონაწილეობს კორუფციულ სქემებში, აკონტროლებს პროკურატურას და ფინანსურ პოლიციას.

 

ირაკლი რუხაძე – გარდა იმისა, რომ აკონტროლებს საბანკო სექტორს და ხელისუფლების პროპაგანდისტულ მედიას, კერძოდ „იმედს“, ჯდს და მაესტროს, ის ღიად ეწინააღმდეგება მათ შორის სანქციების რეალიზებას, მათ შორის საბანკო სექტორში და ისიც არის ერთ-ერთი ჰიბრიდული ოლიგარქიული მმართველობის საყრდენი”, – განაცხადა  ელენე ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები