spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ჩვენს ქვეყანაში სამართალთან მიახლოებული სისტემა არ არსებობს

ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემა არ არსებობს, ჩვენს ქვეყანაში სამართალთან მიახლოებული სისტემა არ არსებობს. გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ პარტიული ინტერესების მიხედვით, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

 

“ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემა არ არსებობს, ჩვენს ქვეყანაში სამართალთან მიახლოებული სისტემა არ არსებობს, ეს იქნება ამნისტია თუ სხვა. ცუდი კი არ არის ამნისტია, მაგრამ ზოგადად გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ პარტიული ინტერესების მიხედვით “ქართული ოცნების” პირობებში, ამიტომ ჩვენ სამომავლოდ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანა, რომ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემა მოსცილდეს პარტიულ ინტერესებს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

პარლამენტში “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი ინიციირებულია. ამნისტიის პროექტი ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა. ამნისტია 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეეხება და სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლს მოიცავს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები