spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ემიგრაცია დიდ სათქმელს იტყვის ამ არჩევნებზე

ვინმეს თუ აქვს განცდა, რომ აქედან წასული ადამიანი არ განსაზღვრავს საქართველოს მომავალს ძალიან ცდება, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ აქციაზე – „დაიცავი 1 მოქალაქის 1 არჩევანი“ განაცხადა.

მისივე თქმით, არ არის მარტივი, რომ ადგე და ყველაფერი გადადო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი შემართებაა.

“არ არის საინტერესო რას შვრება “ქართული ოცნება“. კი ქმნიან ბარიერებს იმიტომ, რომ ეშინიათ, იმიტომ რომ იციან, რომ მოქალაქეები არიან მათ წინააღმდეგ, მაგრამ ვერანაირი ბარიერი ვერ გააჩერებს იმ შემართებას და იმ განწყობას, რაც ვიცით რომ არის ემიგრაციაში და დიასპორაში. ხალხის განწყობა არის ძალიან პრინციპული და ისინი იბრძვიან საკუთარი უფლებისთვის, რომ განსაზღვრონ მომავალი ქვეყანაში. ამას ვერაფერი შეაჩერებს.

მე ვიცი რამდენად რთულია იქ ცხოვრება, მათ აქვთ ბევრი ტექნიკური პრობლემა. არ არის მარტივი, რომ ადგე და ყველაფერი გადადო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი შემართებაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ემიგრაცია დიდ სათქმელს იტყვის ამ არჩევნებზე. ზოგადად „ქართული ოცნება„ ცდილობს პროპაგანდით, ტექნიკური ბარიერებით არ მისცეს საშუალება ემიგრანტებს მიიღონ მონაწილეობა. ვინმეს თუ აქვს განცდა, რომ აქედან წასული ადამიანი არ განსაზღვრავს საქართველოს მომავალს, ძალიან ცდება. მნიშვნელობა არ აქვს სად ხარ, ამ ქვეყნის მომავალი როგორი იქნება განვსაზღვრავთ ყველა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები