spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – დღეს განისაზღვრება გვინდა თუ არა, რომ გვაკადრონ ბიძინაობა

პარტია “დროას” ლიდერმა და გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ 2 ოქტომბრის არჩევნებში საკუთარი არჩევანი ვაკეში, მე-12 საარჩევნო უბანზე გააკეთა.

 

“ეს არის რეალურად რეფერენდუმი და რეფერენდუმი არა ოპოზიციისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ის იშვიათი დღეა, როცა მოქალაქეებს კონკრეტულად აქვთ იარაღი, რომ ქვეყანა შეცვალონ, თუ დღეს არის უკმაყოფილება იმ ყოფით, რომელშიც ვართ მათ აქვთ საშუალება ეს შეცვალონ, მათ აქვთ ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი.

 

დღეს განისაზღვრება გავაგრძელებთ ესეთ ყოფაში ცხოვრებას თუ არა, გვინდა თუ არა, გვაკადრონ ბიძინაობა, ან ნებისმიერი მმართველის მილოცვები, ტყუილები, ადამიანის დაჩაგვრა, სისტემის შეწირვა, მოსმენა, ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს”, – განაცხადა ხოშტარიამ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები