spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – დღეს მთელი საქართველო ამბობს მთავარ სათქმელს, რომ ჩვენ ვირჩევთ ევროპას

დღეს მთელი საქართველო ამბობს მთავარ სათქმელს, რომ ჩვენ ვირჩევთ ევროპას, ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენ, აუცილებლად, გავხდებით ევროკავშირი 26 ოქტომბრის შემდეგ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი, ერთადერთი ღირსეული ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, იქნება მათთან ერთად.

“დღეს მთელი საქართველო ამბობს მთავარ სათქმელს, რომ ჩვენ ვირჩევთ ევროპას, ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენ, აუცილებლად, გავხდებით ევროკავშირი 26 ოქტომბრის შემდეგ. დღეს არის ძალიან საამაყო, ისტორიული დღე სრული კონსოლიდაციის, ყველა პოლიტიკური პარტიის, ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის, არასამთავრობო ორგანიზაციის. პრეზიდენტი, ერთადერთი ღირსეული ინსტიტუტი ამ ქვეყანაში ჩვენთან იქნება. მე ვიცი, რომ ბევრი სხვა ლოკაციიდან „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, ჩვენი კოალიცია კიდევ ერთი ლოკაციიდან, აქტივისტები, ყველა ერთად მივემართებით, რომ შევუერთდეთ მთავარის სათქმელად: საქართველო ირჩევს ევროპას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

თბილისში მარში – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები