ელენე ხოშტარია გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ “დროას” ლიდერმა საერთო ოპოზიციის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
“მე გადავწყვიტე, პირადად ჩავერთო მაჟორიტარულ ბრძოლაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ახლა არ არის დრო, ვიღაცა წინ გაუშვა და შენ იჯდე და რაღაც განცხადებები აკეთო. მე პირადად წავალ უბანში, რომელმაც ძალიან დიდი მაგალითი აჩვენა მთელ თბილისს, რომელიც პრაქტიკულად იყო ბრძოლის ველი. ბრძოლის სიმართლისთვის და არა ვინმეს წინააღმდეგ, ბრძოლის ველი ცვლილებისთვის, მომავლის რწმენისთვის და არა ვინმეს დასაჩაგრად და სადაც ჩემმა მეგობარმა და ჩემმა თანამებრძოლმა აჩვენა პირველი წარმატების მაგალითი, ყველანაირი წინააღმდეგობის მიუხედავად. დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ მე ვიბრძოლებ გლდანში”,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.