spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ძალიან კომიკური იყო “ქართული ოცნების” რეაქცია, გაგდების შემდეგ გამოაცხადეს, რომ თავად ტოვებენ ასამბლეას

ძალიან კომიკური იყო “ქართული ოცნების” რეაქცია, გაგდების შემდეგ გამოაცხადეს, რომ თავად ტოვებენ ასამბლეას. ზუსტად იგივე რამ გააკეთა 2022 წელს რუსეთმა. ეს ანალოგია ძალიან ნიშანდობლივია, –  ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის დამოკიდებულება, რაც გამოავლინა წულუკიანმა ასამბლეის მიმართ, არის საქართველოს ფასეულობების და სახელმწიფოს შეურაცხყოფა.

“გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც აბსოლუტურად იდენტურად ასახავს იმ მოთხოვნებს, რასაც ითხოვს ქართველი ხალხი – ახალი არჩევნების ჩატარება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ყველა მოძალადის დასჯა. ამასთანავე, ასამბლეამ, პრაქტიკულად, შეზღუდა ფუნქციონირება “ქართული ოცნების” PACE-ში. ეს არის მნიშვნელოვანი წინსვლა.

ძალიან კომიკური იყო “ქართული ოცნების” რეაქცია, გაგდების შემდეგ  გამოაცხადეს, რომ თავად ტოვებენ ასამბლეას. ზუსტად იგივე რამ გააკეთა 2022 წელს რუსეთმა. ეს ანალოგია ძალიან ნიშანდობლივია. მნიშვნელოვანი არის ის, რომ “ქართული ოცნება” ექცევა იზოლაციაში და ქართველი ხალხი იღებს მეტ მხარდაჭერას. “ქართულ ოცნებას” ასამბლეასთან დაპირისპირებით უნდოდა საქართველოს იზოლაცია ევროპისგან, მაგრამ მიიღო საკუთარი დაჯგუფების იზოლაცია. ეს არის ყველა იმ ადამიანის დამსახურება, რომელიც ამდენი ხანი იბრძვის.

ჩვენ ვაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკის, სანქციების დაწესების და ყველა მოძალადის დასჯის მიმართულებით ყველა ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მათ ნაბიჯებს აქვს შედეგები.

ის დამოკიდებულება, რაც გამოავლინა წულუკიანმა ასამბლეის მიმართ, ეს არის ჩვენი ფასეულობების და სახელმწიფოს შეურაცხყოფა. ასამბლეა არის ის ადგილი, სადაც პირველად გაჟღერდა – “მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი”. ამიტომ, ჩვენ ამ გზას გავივლით და ვიქნებით ევროპის ნაწილი”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები