spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ეს არის არა ომის, არამედ საკუთარი დისკომფორტის გაპროტესტება

ეს არის არა ომის, არამედ საკუთარი დისკომფორტის გაპროტესტება, – ამის შესახებ “დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსეთიდან მიგრანტების ნაკადის შესახებ განაცხადა.

 

მისი თქმით, მორალურად გვაქვს უფლება, ამ ხალხს ვუთხრათ, რომ პროტესტი საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებისკენ მიმართონ.   

 

“ეს ომი არ დაწყებულა მობილიზაციით, ეს ომი დაიწყო თვეების წინ თებერვალში და ის ადამიანი, ვინც გააკეთა არჩევანი, რომ ეს ომი არ უნდა, აქამდე აპროტესტებდა ამას. მაგრამ ისინი ვინც აპროტესტებენ მობილიზაციას, ეს არის არა ომის, არამედ საკუთარი დისკომფორტის გაპროტესტება. ამიტომ მორალურად ყველანაირი უფლება გვაქვს, ამ ხალხს ვუთხრათ, რომ მოდით ეს თქვენი პროტესტი მიმართეთ თქვენი მთავრობის წინააღმდეგ“, –  განაცხადა ხოშტარიამ. 

 

“დროა“ ლარსის საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნით ხვალ საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები