ჩვენი მთავრობა უკრაინაში ადამიანების ხოცვას, სასტიკ მკვლელობას ეძახის რუსეთთან ვაჭრობის შესაძლებლობას, ეს არის მორალური, ისტორიული და პოლიტიკური დიაგნოზი ამ მთავრობისთვის, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი განცხადებით, ქვეყანის წინაშე არსებულ საფრთხეებზე მოქალაქებმა თავად უნდა მოახდინონ რეაგირება, რადგან მთავრობა ამას არ აკეთებს.
“ჩვენი მთავრობა უკრაინაში ადამიანების ხოცვას, სასტიკ მკვლელობას ეძახის რუსეთთან ვაჭრობის შესაძლებლობას, ეს არის მორალური, ისტორიული და პოლიტიკური დიაგნოზი ამ მთავრობისთვის, თუმცა ჩვენ გვყავს მოქალაქები, მათ შორის ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან კარგად ხვდებიან, თუ რა არის მათი და ქვეყნის ინტერესი. საფრთხე არის სანქციებისგან თავის არიდება, რაც გამოიწვევს საქართველოს სანქცირებას, ამიტომ ბიზნესმა თავად უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება და ეს არ გააკეთოს და თავი არ დაიზარალოს თავი.
მე-2 , ეს არის დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა, რაც შეიძლება მერე რუსეთის აგრესიის საწინდარი გახდეს. მე-3, თუ ჩვენ არ გვექნება ძალიან განსაზღვრული წესები, ეს შეიძლება იყოს გამოყენებული ძალადობრივი პროვოკაციისთვის“, – განაცხადა ხოშტარიამ.