spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ეს არის ქვეყნის ღალატი, ფსბ-სთან კონტაქტი სისხლის სამართლის დანაშაულია

ეს არის ქვეყნის ღალატი, ფსბ-სთან კონტაქტი არის სისხლის სამართლის  დანაშაული.  შესაბამისად, ეს ჯდება საერთაშორისო პერსონალური სანქციების კონტექსტში, – ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.  

 

ხოშტარიას თქმით, სახელმწიფო დანაშაულებრივ ბანდას აქვს მიტაცებული და ამ პირობებში გამოძიების შედეგს არ ელოდება. 

 

“სს კოდექსის 319-ე  მუხლით ეს არის ქვეყნის ღალატი, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს  კანონის  მე-8 მუხლის პირველი პუნქტით, ფსბ-სთან კონტაქტი არის სისხლის სამართლის  დანაშაული.  შესაბამისად, ეს ჯდება საერთაშორისო პერსონალური სანქციების კონტექსტში, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, გარდა ბიძინა ივანიშვილის იმ გარემოცვისა, რომელიც ხელს უწყობს მას რუსეთთან კონტაქტების გამყარებასა და ოლიგარქიულ  მმართველობაში. 

 

ასევე ეს ჩვენთვის უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი დასკვნების გასაკეთებლად, თუ რა ტიპის გუნდს, ბანდას აქვს მიტაცებული, ჩვენი სახელმწიფო. შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ, რა თქმა უნდა არანაირი ილუზია რაიმე გამოძიებაზე არ გამაჩნია“, – განაცხადა ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები