spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ეს მხოლოდ დასაწყისია პროცესის, ჩვენი ამოცანაა გაფართოვდეს წრე სანქციების

საქართველოს ინტერესებშია, რომ დასანქცირდეს ის კლანი და კონკრეტულად ის ადამიანები, რომლებიც ჩირქს ცხებენ ჩვენს სახელმწიფოს, – ამის შესახებ “დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, უკრაინის მიერ ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირების შემდეგ გაიზარდა შანსი, რომ სხვა ქვეყნებმაც დაუწესონ მათ სანქციები და გაიზარდოს დასანქცირებულთა სია. 

 

“საქართველოს ინტერესებშია,  რომ დასანქცირდეს ის კლანი და კონკრეტულად ის ადამიანები, რომლებიც ჩირქს ცხებენ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს საზოგადოებას, ამით ავირიდოთ თავიდან ის ჩიხი, რომელშიც მივყავართ „ქართულ ოცნებას“. 

 

ეს არის პერსონალური სანქციები ამ ადამიანების მიმართ და არა საქართველოს მიმართ.

 

ეს მხოლოდ დასაწყისია პროცესის, ჩვენი ამოცანა არის როგორც გაფართოვდეს წრე ამ სანქციების, ასევე იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც სანქციებს დაუწესებენ ადამიანებს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები