spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ელენე ხოშტარია – ეს პროცესები საკმარისი არ იქნება, სანამ რეჟიმს არ დავამარცხებთ

იყო პერიოდი, როდესაც პოლიტიკოსები უფრო აქტიურები ვიყავით აქციების ორგანიზებაში, მაგრამ ეს პროცესები საკმარისი არ იქნება, სანამ რეჟიმს არ დავამარცხებთ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს კონკრეტული პასუხისმგებლობა, ფუნქცია და უნარი რაღაცების კეთების, რაც არ შეუძლია ყველას.

“ამდენი წლის მერე ისევ რუსეთის და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გვიწევს, მაგრამ ეს ჩვენ გვააზრებინებს, რამხელა პასუხისმგებლობაა ჩვენზე და რამდენად დიდია ის ამოცანა, რისთვისაც ჩვენ ვდგავართ. ეს ამოცანა არაა ვიწროპარტიული.

ჩვენ, ოპოზიციას გვაქვს კონკრეტული პასუხისმგებლობა, ფუნქცია და უნარი რაღაცების კეთების, რაც არ შეუძლია ყველას. ეს უნარი შედგება ორი რაღაცისგან – არავითარ შემთხვევაში, არცერთმა პოლიტიკოსმა ამ რეჟიმის მოქმედებაში ლეგიტიმაცია არ უნდა მოახდინოს და მეორე –  პოლიტპატიმრების საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე გატანა.

ერთი მხრივ,  ეს აქციები არის სრულიად ეროვნული, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, როდესაც პოლიტიკური ვაკუუმი ჩნდება, მოლოდინია, რომ პოლიტიკოსებო რაღაც ქენით. იყო პერიოდი, როდესაც პოლიტიკოსები უფრო აქტიურები ვიყავით აქციების ორგანიზებაში, მაგრამ ეს პროცესები საკმარისი არ იქნება, სანამ რეჟიმს არ დავამარცხებთ.

მთლიანობაში, ჩვენ აღმოვჩნდით ქვეყანა, სადაც არის პოლიტიკური კლასი, აქტივისტების კლასი, საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, პრეზიდენტი, რომელმაც უდიდესი ზეწოლისა, არ დათმო ჩვენი ეროვნული ძვირფასეულობა – თავისუფლება, ეროვნული იდეა, ევროპაში ინტეგრაცია”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები