spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – გამოვაცხადებთ მოქმედების გეგმას, არც ერთი ნაბიჯი უკან არ იქნება

7 საათზე საზოგადოება კონცენტრირდეს, რადგან იქნება აპარატურა და გამოვაცხადებთ მოქმედების გეგმას, არც ერთი ნაბიჯი უკან არ იქნება, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ესენი არიან რუსული სისტემის მსახურებაში, ახლა შემოვიდა ინფორმაცია, რომ გოგონებს, ვინც გაათავისუფლეს, დაზიანებები აღენიშნებათ.

“მთელი დღის განმავლობაში, შედგა ღირსეული პასუხი, იმ უღირს სისტემასთან, რაც ახლა უკან მიდგას. დღეს იყო ძალიან სასაცილო მომენტი, როდესაც გიორგი ვაშაძე მოვიდა და პოლიციას ეკითხებოდა, რატომ კეტავდნენ ქუჩას, ანუ, რასთან არის დაკავშირებული, რომ პოლიცია, ამდენი ზრდასრული ადამიანი მთელი დღე აქ დგას და რას იცავენ ჩვენც არ ვიცით. ესენი არიან რუსული სისტემის მსახურებაში, ახლა შემოვიდა ინფორმაცია, რომ გოგონებს, ვინც გაათავისუფლეს, დაზიანებები აღენიშნებათ. ჩვენ, როდესაც ვიწყებდით წინააღმდეგობრივ მოძრაობას, თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენი ტაქტიკა ის კი არ იქნება, რომ ბიძინა ივანიშვილი, სადაც განგვისაზღვრავს და რომელ დღეებშიც განგვისაზღვრას იქ მივალთ, არამედ ჩვენ ვთქვით, რომ დღის წესრიგი და გეგმა იქნება ისეთი, რომელიც დარტყმას მიაყენებს სისტემას და ასეც მოხდა. ესენი არ ელოდნენ ამ ყველაფერს და დაუშვეს შეცდომა, ამხილეს საკუთარი თავი. ჩვენი მთავარი ამბავი არის ის, რომ ჩვენ დავიჯეროთ ჩვენი თავის, დავდგეთ ერთად და პატივი ვცეთ ერთმანეთს. 7 საათზე საზოგადოება კონცენტრირდეს, რადგან იქნება აპარატურა და გამოვაცხადებთ მოქმედების გეგმას, არც ერთი ნაბიჯი უკან არ იქნება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები