მთავარი, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში არის ის, რომ ქვეყნის უმრავლესობამ ხმა მისცა ევროპას, პროდასავლურ ოპოზიციას და მთლიანობაში სურათი არის ასეთი, რომ ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება დასავლეთის სასარგებლოდ. ამასთანავე, „ქართულმა ოცნებამ“ აიღო და მიიტაცა არჩევნები. ეს უკვე მოცემულობაა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, იგრძნობა მოქალაქეების მხრიდან შიშები, რომ განიცდიან, რაც ხდება ქვეყანაში და კითხვა უჩნდებათ, რას აკეთებს ოპოზიცია, მაგრამ, რეალურად, არჩევნების ჩატარების პირველი დღიდან ცხადია, რომ ოპოზიციამ მოიგო.
“მთავარი, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში არის ის, რომ ქვეყნის უმრავლესობამ ხმა მისცა ევროპას, პროდასავლურ ოპოზიციას და მთლიანობაში სურათი არის ასეთი, რომ ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება დასავლეთის სასარგებლოდ. ამასთანავე, „ქართულმა ოცნებამ“ აიღო და მიიტაცა არჩევნები. ეს უკვე მოცემულობაა. ამ მოცემულობაში “ქართული ოცნება“ ცდილობს, შექმნა რეალობა, რომ თითქოს, არსებობენ კულტურის მინისტრები. იმიტაციას ქმნიან, რომ თითქოს, სახელმწიფო პროცესი მიდის და ამით რეალობის შექმნას ცდილობენ და მეორე არის ლეგიტიმაციის მოპოვება, იქნება ეს პარლამენტის თუ საპრეზიდენტო კანდიდატის. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ვუთხრათ ყველას, რომ ლეგიტიმაცია ამ კომიკურ პროცესს ოპოზიციის მხრიდან არ აქვს და არც საზოგადოების უმრავლესობისგან. ეს ყველაფერი არის რეალობის იმიტაცია და ჩვენი ამოცანა არის, რომ შევქმნათ რეალობა, როდესაც პოლიტიკურ დღის წესრიგს განვსაზღვრავთ ჩვენ და არა კომიკური პროცესი. მე ვგრძნობ მოქალაქეების მხრიდან შიშებს, რომ განიცდიან, რაც ხდება ქვეყანაში და კითხვა უჩნდებათ, რას აკეთებს ოპოზიცია, მაგრამ, რეალურად რომ შევხედოთ, არჩევნების ჩატარების პირველი დღიდან ცხადია, რომ ოპოზიციამ მოიგო“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.