პოლიტიკური პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ირაკლი ბაღდავაძის მხარდაჭერა საერთო საქმეა.
“დასუფთავების სამსახურის პროტესტისთვის გაგდებულ ირაკლი ბაღდავაძის მხარდაჭერა საერთო საქმეა, არ უნდა დავუშვათ ასეთი თავხედობა.
გთავაზობთ 2 რამეს:
ირაკლი აპროტესტებს ბელიაშვილის 119-ში. ვისაც შეგიძლიათ მიდით. ვისაც გინდათ დაუკავშირდეთ მომწერეთ პირადში და მოგცემთ ნომერს
ვუპოვოთ სამსახური
ცხადია, არჩევნების მერე უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც ეკუთვნის. მანამდე დავუდგეთ გვერდში”,- წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.
ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან დღეს გაათავისუფლეს.