spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ისე არ იქნება, რომ პოლიცია თავს ესხმის ადამიანებს და ჩვენ წყნარად ვდგავართ, აუცილებლად გავცემთ პასუხს

ისე არ იქნება, რომ პოლიცია თავს ესხმის ადამიანებს და ჩვენ წყნარად ვდგავართ, აუცილებლად გავცემთ პასუხს. ფოიერვერკებიც იქნება, ლაზერებიც, კვერცხებიც და რაც საჭიროა ყველაფერი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აქციები ყოველთვის მშვიდობიანი და პრინციპულია.

“აქცია არც ერთი დღე არ ყოფილა ძალადობრივი. ეს აქცია ყოველთვის იყო მშვიდობიანი, პრინციპული. პოლიციის ძალადობას ხალხისგან წინააღმდეგობა შეხვდა და ასეც გავაგრძელებთ. ისე არ იქნება, რომ პოლიცია თავს ესხმის ადამიანებს და ჩვენ წყნარად ვდგავართ, აუცილებლად გავცემთ პასუხს. ფოიერვერკებიც იქნება, ლაზერებიც იქნება, კვერცხებიც იქნება და რაც საჭიროა, ყველაფერი იქნება იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გავწიოთ”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები