spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – კანდიდატობა უნდა მივიღოთ, ოღონდ იმ პრობლემების მოგვარების პირობით, რომლის გარეშე ევროპული ქვეყანა ვერ გავხდებით

კანდიდატობა უნდა მივიღოთ, ოღონდ  იმ პრობლემების მოგვარების პირობით, რომლის გარეშე ჩვენ ევროპული ქვეყანა,  უბრალოდ,  ვერ გავხდებით, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, პარტია გაავრცელებს ევროკავშირისადმი მიმართვას, სადაც პოზიციას დააფიქსირებს. 

 

“ხვალ გავავრცელებთ წერილობით მიმართვას ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ, სადაც ვიტყვით,  რომ დიახ, ჩვენ ოპოზიციური პარტია, რომელიც ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ ხელს უშლის საქართველოს კანდიდატობას და  საბოლოო ჯამში, წევრობას, მიუხედავად ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანდიდატობა უნდა მივიღოთ, ოღონდ იმ პრობლემების მოგვარებით და პირობების ჩადებით, რომლის გარეშე ჩვენ ევროპული ქვეყანა უბრალოდ ვერ გავხდებით. 

 

ჩვენ არ დავკომპლექსდებით „ქართული ოცნების“ ბრალდებებით და ვიქნებით ძალიან გამჭვირვალე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები