spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – კარგად არის გამოსაკვლევი რის ხარჯზე არიან ჩართული სტუდენტები, მათ შორის არის თუ არა შანტაჟი და ზეწოლა ამ ადამიანებზე

ლილუაშვილი, გომელაური და მთავარი ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად უნდა დაისაჯონ, – ამის შესახებ “დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ფარული მოსმენებსა და თვალთვალთან დაკავშირებით განაცხადა. 

 

ხოშტარიას თქმით, არსებული რეჟიმთან თანამშრომლობა შეუძლებელია და გამოსავალი მხოლოდ დეოლიგარქიზაციაა.  

 

“ჩვენ ვნახეთ მასშტაბი, რომელიც მართლაც წარმოუდგენელია გარყვნილების თვალსაზრისით, რომელიც ანგრევს საერთოდ ადამიანის, მოქალაქის თავისუფლებას, მშვიდობას, უსაფრთხოებას ჩვენ ქვეყანაში, ასევე, ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს და სახელმწიფოს.

 

ამ სუს-ის თავი ლილუაშვილი, თავის დროზე გომელაური და მთავარი  –  ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად უნდა დაისაჯონ მსგავსი ქმედებებისთვის“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

მისი თქმით, გამოსაკვლევია რის ხარჯზე ხდება სტუდენტების ჩართვა ამ სისტემაში. 

 

“ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდების სტუდენტების ჩართულობის მასშტაბი.  კარგად არის გამოსაკვლევი რის ხარჯზე არიან ჩართული სტუდენტები, მათ შორის არის თუ არა შანტაჟი და ზეწოლა ამ ადამიანებზე, გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა, მათ სთავაზობენ ფულს სტუდენტების ჩართულობა-ჩანერგვაში რისთვის? განსხვავებული აზრისა და ოპონენტების კონტროლისთვის. არა რუსეთის აგენტების კონტროლისთვის, არა სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის, არა საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული ადამიანების დაცვისთვის, არა ჩვენი უსაფრთხოების დაცვისთვის, არამედ ბიძინა ივანიშვილისთვის არასასურველი ადამიანების  თვალთალისთვის“, – განაცხადა  ელენე ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები