spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – კატეგორიულად მოვითხოვთ, გაუზიარონ საზოგადოებას, თუ რა წონისა და მოცულობის ტვირთი იყო ამ თვითმფრინავში

მოვითხოვ ახსნას, თუ რა მიზეზით გავატარეთ სამხედრო აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავი, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით,  ხელისუფლება იტყუება,  როდესაც აცხადებს, რომ ირანიდან აფრენილი თვითმფრინავი სანქცირებულ ავიაკომპანიას არ ეკუთვნის.  

 

ოპოზიციონერი ლიდერი ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნას უყენებს:

 

“1. ოცნებამ განაცხადა,  რომ „ირანეარი“ არ არის სანქცირებული, რაც არ არის სიმართლე. ისინი არიან სანქცირებული სამხედრო ტვირთის გადაზიდვისა და ტერორიზმის ხელშეწყობაში.  

 

2. „ქართული ოცნება“ იტყუება, რომ თითქოს “იკაოს” გაცემული ნებართვა ნიშნავს იმას, რომ თვითმფრინავს არ აქვს პოლიტიკური პრობლემა. „ოკაო“ გასცემს მხოლოდ კონკრეტულ ტექნიკური ხასიათის ნებართვას, შეუძლია თუ არა ფრენა და არანაირ კავშირში ტვირთთან ან ქვეყნებში გადაფრენასთან კავშირში არ არის. 

 

მხოლოდ სუვერენული სახელმწიფოს ნებაა გატარებს თუ არა ამ ტვირთს მის ტერიტორიაზე.

 

3. მოვითხოვ ახსნას, თუ რა მიზეზით გავატარეთ სამხედრო აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავი.   4. საქართველოს გააჩნია ამერიკული რადარები, რომელსაც შეუძლია შეამოწმოს ტვირთის მოცულობა და წონა. შესაბამისად, კატეგორიულად მოვითხოვთ, გაუზიარონ საზოგადოებას, თუ რა წონისა და მოცულობის ტვირთი იყო ამ თვითმფრინავში“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

 

4 სექტემბერს, ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა “ირან ეარის“ თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით მოსკოვში გაფრინდა. არსებობს მოსაზრება, რომ თვითმფრინავმა ირანიდან მოსკოვში სამხედრო ტვირთი ჩაიტანა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები