spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ხვალ ხალხმა უნდა თქვას, რომ არ ვეგუებით ამ რუსულ არჩევნებს

ხვალ ხალხმა უნდა თქვას, რომ არ ვეგუებით ამ რუსულ არჩევნებს. ხვალ არის მთელი მსოფლიოს გასაგონად და ერთმანეთის სათქმელად დღე, როდესაც ვიძახით, რომ დიახ, ეს იყო რუსული არჩევნები და არ შევეგუებით , – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

“პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა – დღეს ჩვენ გვაქვს ამოცანა, პოლიტიკურმა პარტიებმა ვთქვით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა თქვეს, პრეზიდენტმა თქვა –  ხვალ ხალხმა უნდა თქვას, რომ არ ვეგუებით ამ რუსულ არჩევნებს.

ხვალ არის მთელი მსოფლიოს გასაგონად და ერთმანეთის სათქმელად დღე, როდესაც ვიძახით, რომ დიახ, ეს იყო რუსული არჩევნები და არ შევეგუებით. ზუსტად ისე, როგორც მივიდა ყველა მოქალაქე არჩევნებზე და დააფიქსირა არჩევანი, ხვალ უნდა გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ ამ ტიპის შეურაცხყოფას, გაყალბებას არ მიიღებს საზოგადოება”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები