spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია

მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან უკვე 25 წელია, – ასე ეხმაურება “დროას” ლიდერი  ელენე ხოშტარია ტელეკომპანია “იმედის” მიერ  გავრცელებულ ინფორმაციას, რომ  მისი ოჯახის წევრს რუსეთიდან “მილიონობით რუბლი ერიცხება”. 

 

“ირაკლი რუხაძის მხილებამ ძალიან ააღელვა იმედი. მინდა გითხრათ უახლოეს დღეებში კიდევ გაგაცნობთ მასალას რუხაძის კავშირებზე სანქცირებულ ადამიანებთან. 

 

ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო. მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიისნკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან უკვე 25 წელია. 

 

რუსეთის საავტორო ორგანიზაცია რაოსთან გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა. არ გამოვა ეს აფიორა და არც რუხაძეს უშველის ეს. ყველა ფაქტს ოლიგარქიული მმართველობის საყრდენების შესახებ ვამხელ და გადავცემ პარტნიორებს”, – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები