მოთხოვნები ჩვენ მიმართ, პოლიტიკოსების მიმართ არის ცვლილება ვითარების და არა მათი შვილებით ვაჭრობა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დაკავებული აქტივისტების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ის მორალური ძალაა, რომელზეც გადადის დღეს ქვეყნის ევროპული მომავალი.
“სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ის მორალური ძალაა, რომელზეც გადადის დღეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, თავისუფლება. ისინი საკუთარ ოჯახზე გრძნობენ რეჟიმის ამ სისასტიკეს, შესაბამისად, ბუნებრივია, მათ სიტყვას აქვს დიდი მნიშვნელობა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი განწყობა არის არა უბრალოდ შვილების ციხიდან გამოყვანა, არამედ ქვეყნის ხსნა ამ რეჟიმისგან და მოთხოვნები ჩვენ მიმართ, პოლიტიკოსების მიმართ არის ცვლილება ვითარების და არა მათი შვილებით ვაჭრობა”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.