spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – მე და ნიკა ვართ ერთიანი ამ ბრძოლაში, მაგრამ ვიქნებით ერთმანეთის კონტროლზე მიმართული

მე და ნიკას კარგად გვესმის, რომ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, ბევრად მეტი მოგვეთხოვება, ვიდრე უბრალოდ “ოცნების” კრიტიკა. ჩვენ ბევრად მეტის ამბიცია გვაქვს და ბევრად მეტის გაკეთება გვინდა, – ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილის მიერ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელების შემდეგ ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

 

“ამიტომ ჩვენ გთავაზობთ მართვის სწორედ იმ მოდელს, სადაც იდეების და არა კუნთების ჭიდილია, სადაც  ძალადობა, ადამიანის ჩაგვრა გამორიცხულია, ეს არის კოალიციური მმართველობა. ერთიანობა არ ნიშნავს დანაშაულში შეთქმულთა ჯგუფს. მე და ნიკა ვართ ერთიანი ამ ბრძოლაში, მაგრამ ვიქნებით ერთმანეთის კონტროლზე მიმართული, ქვეყნის თუ ქალაქის მმართველობაში. ამ ქვეყანას აღარ სჭირდება მონოლითი ძალაუფლებაში, ჩვენ გვჭირდება სხვადასხვა ძალის მიერ უზრუნველყოფილი ძალაუფლების კონტროლი.

 

მოქმედების და ერთიანი ბრძოლის დროა!”, – აცხადებს ხოშტარია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები