იგვიანებს სანქციები. ბრიტანეთს ესმის რუსეთის საფრთხე და ესმის, რომ საქართველოს საქმე არის არა უბრალოდ შიდა პოლიტიკური პრობლემა, არამედ არის რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციებზე მუშაობა ბრიტანეთში მიმდინარეობს.
“იგვიანებს სანქციები, ვფიქრობ, რომ საქართველოს პრობლემატიკა ერთადერთი რომ იყოს მსოფლიოში, უფრო მალე მოხდებოდა. მეტია გასაკეთებელი, სწორედ ამიტომ ვიყავით ჩვენ ბრიტანეთში, რომ საფუძველი არის ძალიან დიდი და ნამდვილად, ბრიტანეთში განიხილება სანქციების საკითხი. მე მგონია, რომ მალე მიიღება გადაწყვეტილება.
ბრიტანეთს ესმის რუსეთის საფრთხე და ესმის, რომ საქართველოს საქმე არის არა უბრალოდ შიდა პოლიტიკური პრობლემა, არამედ არის რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, აქედან გამომდინარე, სანქციების ნაწილი აუცილებლად განიხილება. ვის მიმართ და როდის იქნება არ ვიცი, ვერც ვიტყვი, მაგრამ ბრიტანეთს ამერიკასთან და ევროკავშირთან ერთად აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დააზიანოს ეს რუსული რეჟიმი. ჩვენი, ოპოზიციის ამოცანა კი არის, რომ იმუშაოს სწორედ იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ეს პოტენციალი აქვთ. სამუშაოა, ამ მხრივ, დიდი იმედი მაქვს პრეზიდენტთან თანამშრომლობის”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.