spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – მომავალი არჩევნები არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ საზოგადოებას, რომელმაც მიაღწია წარმატებას, შევთავაზოთ არჩევანი

ქართულმა საზოგადოებამ ჩააბარა წარმოუდგენელი ტესტი ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის. გაერთიანდა მთლიანად საზოგადოება და დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო რუსეთი არ არის. დღეს ეს ტესტი უნდა ჩავაბაროთ პოლიტიკურმა სპექტრმა, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

 

“ქართულმა საზოგადოებამ ჩააბარა წარმოუდგენელი ტესტი ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის. გაერთიანდა მთლიანად საზოგადოება და დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო რუსეთი არ არის. დღეს ეს ტესტი უნდა ჩავაბაროთ  პოლიტიკურმა სპექტრმა.

 

მომავალი არჩევნები არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ საზოგადოებამ, რომელმაც იბრძოლა და მიაღწია წარმატებას, საზოგადოებას შევთავაზოთ არჩევანი. მე მესმის, რომ შეიძლება ყველას სიმპათია ყოველთვის ვერ იყოს დაკმაყოფილებული, მე მესმის განსხვავებების, ჩხუბის, მესმის ემოციების, მაგრამ ყველაზე მეტად მესმის და ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ოპოზიციამ, ჩვენ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ არჩევანი და ეს არჩევანი არის ერთობა.

 

მინდა დავაფიქსირო პრინციპული და მყარი პოზიცია, რომ თავდაუსხმელობა არის არა უბრალოდ რაღაც ზოგადი განცხადება, არამედ ვინც არ უნდა დაგვესხას ჩვენ თავს, ვინც არ უნდა დამესხას მე თავს, პასუხის გაცემასაც არ ვაპირებ, იმიტომ, რომ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, არც “ნაციონალურ მოძრაობასთან” არავითარ შემთხვევაში არავითარ კონფლიქტში არ შევალ, არც ერთ პარტიასთან კონფლიქტში არ შევალ, რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი საქმე და ამ საქმეს ვიწყებთ უკვე დღეიდან”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები