spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია “მოსამართლეთა კლანის“ წარმომადგენლების დასანქცირებას ითხოვს

“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია „ივანიშვილის სისტემის საყრდენი ბიზნესმენების“ მემდეგ  „მოსამართლეთა კლანის“ წარმომადგენლების დასანქცირებას ითხოვს.

 

როგორც ხოშტარია აცხადებს, ის ქვეყანაში მოქმედი  მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და კვლევითი  ორგანიზაციების  მონაცემებს ეყრდნობა. 

 

მოსამართლეთა სია ასეთია:

 

1. მიხეილ ჩინჩალაძე – წინა ხელისუფლების დროს პროკურორი, მოსამართლედ დაწინაურდა 2012 წლის შემდეგ, “დროას” ლიდერის თქმით, სწორედ ისაა კლანის ჩრდილოვანი საყრდენი და რეალური თავი. 

 

2. ლევან მურუსიძე – გახმაურებული საქმეების მოსამართლე, მათ შორის გირგვლიანის საქმის. ის 2013 წელს, ხოშტარიას თქმით, ივანიშვილმა ღიად დაასახელა სასამართლოს ღერძად. 

 

3. შალვა თადუმაძე – ივანიშვილის პირადი ადვოკატი და ამჟამად საქართველოს უზენაესი სასამართლოს  სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

 

4. გიორგი მიქაუტაძე – უზენაესის სასამართლოს უვადო მოსამართლე. ხოშტარიას თქმით, სწორედ ის ხელმძღვანელობდა იუსტიციის საბჭოს, როცა კლანი პოზიციებს იმყარებდა;

 

5. ლაშა ჩხიკვაძე – ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, რომელიც უკვე ნაწილობრივ  სანქცირებულია, რადგან გვარამიას დაკავების შემდეგ, ის აშშ-ს საელჩომ  ტრენინგიდან ამოიღო;

 

6. ძმები ბესიკ და ვალერიან ბუგიანიშვილები – მათ განიხილეს ციანიდის, გიორგი რურუას და სხვა გახმაურებული სასამართლო საქმეები, რომლებმაც ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა;

 

7. ირაკლი შენგელია – მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი, რომელსაც ხოშტარიას თქმით, სასამართლო სისტემაში სანათესაო ჰყავს დასაქმებული;

 

8. სერგო მეთოფიშვილი – საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე – მის ხელში გადის სისხლის სამართლისა და პოლიტიკური საქმეები. 

 

ელენე ხოშტარიას აღნიშნული პირების შესახებ  ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს  მიაწვდიან და მათ დასანქცირებას მოითხოვენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები