spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ელენე ხოშტარია – მთავარი კითხვაა, ვეგუებით ამ იზოლაციას, როგორც ოპოზიცია, თუ ვიბრძვით

დიახ, “ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ცდილობს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას, რაც, თავის მხრივ, ჩვენი პარტნიორებისგან მათ გარიყვას იწვევს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით,”ქართული ოცნების” პრიორიტეტს არ წარმოადგენს ქვეყნის ინტერესების დაცვა.

“დღეს რაც ხდება საერთაშორისო არენაზე, ცხადია, საქართველოს ინტერესშია, ვიყოთ საუკეთესოდ წარმოდგენილი. თუმცა, „ქართული ოცნება“ მოქმედებს ისე, თითქოს მისი პრიორიტეტი არა ქვეყნის საერთო კეთილდღეობა, არამედ საქართველოში მცხოვრები რუსული უმცირესობის ინტერესების დაცვა იყოს.

ამ ვითარებაში იზოლაციის ნიშნები მოულოდნელი არ არის. დიახ, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ცდილობს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას, რაც, თავის მხრივ, ჩვენი პარტნიორებისგან მათ გარიყვას იწვევს.

მაგრამ მთავარი კითხვაა – ვეგუებით ამ იზოლაციას, როგორც ოპოზიცია, თუ ვიბრძვით, რომ საქართველო აღქმული იყოს არა მხოლოდ ამ არალეგიტიმური მთავრობის, არამედ მთელი ქვეყნის ჭრილში? უნდა დავანახოთ ყველას, რომ “ქართული ოცნების” მიღმაც არსებობს საქართველო – ქვეყანა, სადაც ლეგიტიმური ინტერესები, სამოქალაქო საზოგადოება და ბრძოლა თავისუფლებისთვის რეალურად არსებობს. ასევე, გვყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი, რომელიც გამოხატავს საზოგადოების ნებას. სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა.

არსებობს ალტერნატივა – არ უნდა დავუშვათ, რომ ერთადერთი გზავნილი იყოს ქვეყნის სრული იზოლაცია. უნდა იყოს მკაფიო განსხვავება, ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ იზოლაცია, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს ინტერესების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე”, – განაცხადა ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები