spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ოპოზიციას სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა

პოლიტიკური პასუხისმგებლობის პროცესში ჩვენ გვაქვს რამდენიმე წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ქარტია და მეორე –  ეს იყო აღებული ვალდებულება, რომ 8 ივლისამდე ჩვენ კონფიგურაციებზე შევთანხმდებოდით. ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებების პროცესი , –  ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

 

“ოპოზიციას სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა, რომ ერთი – დასავლეთს აჩვენოს, რომ ალტერნატივა არსებობს გარდა ხალხისა და მეორე – ჩვენი, ოპოზიციური ველის ამოცანაა, ადამიანებს მაქსიმალურად გავუჩინოთ რწმენა, რომ მოვიდნენ არჩევნებზე. ჩვენ უნდა დავსხდეთ ერთ მაგიდასთან, მოვიდეთ ქვეყნის მართვის სათავეებში და ავიღოთ ის ისტორიული პასუხისმგებლობა, რომ არა თუ არ დაიხუროს საქართველოსთვის დასავლური პერსპექტივის არსებობის შესაძლებლობა, არამედ შევძლოთ ამ პერსპექტივის შესრულება როგორც პოლიტიკურმა სპექტრმა.

 

ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობის პროცესში ჩვენ გვაქვს რამდენიმე წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ქარტია, სადაც პრეზიდენტმა ითამაშა საკმაოდ დიდი როლი და მეორე –  ეს იყო აღებული ვალდებულება, რომ 8 ივლისამდე ჩვენ კონფიგურაციებზე შევთანხმდებოდით. ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებების პროცესი. ჩვენ გამოვედით იმ მნიშვნელოვანი შეთავაზებით, რომ “ახალი” , “დროა” , “გირჩი”  არის უკვე მსხვილი ოპოზიციური განაცხადი, სადაც ერთობა ვაჩვენეთ”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები