spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – პირდაპირ გემუქრებით, რომ თქვენ საქართველოში მიიღებთ ფიზიკურ წინააღმდეგობას

პირდაპირ გემუქრებით, რომ თქვენ საქართველოში მიიღებთ ფიზიკურ წინააღმდეგობას და ოპერირებას ვერ მოახერხებთ, რა გარანტიებიც არ უნდა მიიღოთ რუსული ოცნებისგან, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

 

“ოკუპანტ სახელმწიფოსთან, აგრესორთან და საერთაშორისოდ აღიარებული ტერორისტულ სახელმწიფოსთან ფრენების და უვიზო რეჟიმის აღდგენა ეს არის დიდი დარტყმა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, დიდი დარტყმა ჩვენი საერთაშორისო იმიჯისთვის. ეს არის რუსული ოცნების მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი, რასაც არც კი მალავენ რუსები.

 

გარდა ამორალობისა და ეროვნული ინტერესების ღალატისა, ამ საკითხს გააჩნია კიდევ ერთი საერთაშორისო სამართლებრივი განზომილება. ყველა რუსული ავიაკომპანია არის სანქცირებული 28 თებერვლიდან ევროკავშირის მიერ. თუ საქართველო შემოუშვებს ამ ავიაკომპანიებს, ეს იქნება პირდაპირი საბოტაჟი დამატებითი უკრაინის და ჩვენი ევროპული პერსპექტივის. თუ საუბარია იმაზე, რომ ქართული ავიაკომპანია იფრენს რუსეთში, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ქვეყანას დავაყენებთ სანქციების საფრთხის ქვეშ. ამიტომ ტექნიკური, მორალური, პოლიტიკური თუ სამართლებრივი კუთხით, ეს არის კატასტროფა ჩვენი სახელმწიფოსთვის.

 

მინდა პირდაპირ ვუთხრა ნებისმიერ იმ რუსს, ავიაკომპანიის წარმომადგენელს, რომელიც გაბედავს საქართველოში ამ ოფისის გახსნას ან ფეხის დადგმას. პირდაპირ გემუქრებით, რომ თქვენ საქართველოში მიიღებთ ფიზიკურ წინააღმდეგობას და ოპერირებას ვერ მოახერხებთ, რა გარანტიებიც არ უნდა მიიღოთ რუსული ოცნებისგან.

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რუსეთში საქართველოს მილიონი მოქალაქე არ ცხოვრობს, ეს არის ტყუილი და ემსახურება იმას, რომ “ქართული ოცნებამ” გაამართლოს იმ პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც ჰააგაში მალე დაჯდება. ეს არის ღალატი და უნდა მიიღოს საკადრისი პასუხი ჩვენი მოქალაქეებისგან”, – განაცხადა ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები