spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია მერს, სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენ ყველას

რაც უფრო დიდი ხანი და რაც უფრო მეტი ადამიანი გაექცევა ამ პასუხისმგებლობებს და დანაშაულს, მით მეტი უბედურება დაგვატყდება თავს, – ამის შესახებ პარტია “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

 

“არსებობს დანაშაული და პასუხისმგებლობა.

 

დანაშაული ჩადენილია, ზუსტად ვინ ჩაიდინა უნდა დაადგინოს სამართლებრივმა სისტემამ (რომელიც ჩვენ ქვეყანაში მოშლილია)

 

პასუხისმგებლობა არსებობს პოლიტიკური, სამოქალაქო და მორალური.

 

პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია მერს, მიუხედავად იმისა ის ამას აღიარებს თუ არა.

 

სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენ ყველას, ჩვენი წარსული ან კონფორმიზმით ან პასიურობით ან აქტიური თანამონაეილეობით. ასეთი მთავრობის ყოლა ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა. ზოგის მეტად ზოგის ნაკლებად. ასევე ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა არ გავჩერდეთ და არ შევეგუოთ. ლუკა სირაძის ამ ლექსო ლაშქარავას საქმეზე ბოლომდე რომ გვებრძოლა ეგებ სხვანაირად ყოფილიყო საქმე?

 

არსებობს კიდევ მორალური პასუხისმგებლობა, სადაც მსაჯული შენი შინაგანი ხმაა. რაც გინდა პოზა დავიჭიროთ დღეს, ეგ მაინც გამოგეკიდება სულ და გაგიმწარებს ცხოვრებას.

 

რაც უფრო დიდი ხანი და რაც უფრო მეტი ადამიანი გაექცევა ამ პასუხისმგებლობებს და დანაშაულს, მით მეტი უბედურება დაგვატყდება თავს”, – წერს ხოშტარია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები