პოლიცია აგრესიულია, თუმცა ვერაფერს ვერ შეცვლის ეს, რადგან ცალკეულ ჯამში, არცერთ ცალკეულ პოლიტიკურ ლიდერზე არ არის ეს, ეს არის საქართველოს თავისუფალი მოქალაქის ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი არსი ამ ბრძოლის არის ის, რომ ბევრად მეტი საქართველოს მოქალაქე არის მართალი, ესენი არიან შეშინებულები, დამალულები და ერთადერთი, რაც შეუძლიათ არის აგრესია.
“პოლიცია აგრესიულია, თუმცა ვერაფერს ვერ შეცვლის ეს, რადგან ცალკეულ ჯამში, არცერთ ცალკეულ პოლიტიკურ ლიდერზე არ არის ეს, ეს არის საქართველოს თავისუფალი მოქალაქის ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის და ჩვენ, პოლიტიკოსებს გვაქვს ვალდებულება ვიყოთ წინა ხაზზე და ასეც ვიქნებით, დავიცავთ ყველა მოქალაქეს. არიან გაუგებრად აგრესიულები და თან იმალებიან ამ ნიღბებში. მთავარი არსი ამ ბრძოლის არის ის, რომ ბევრად მეტი საქართველოს მოქალაქე არის მართალი, ესენი არიან შეშინებულები, დამალულები და ერთადერთი, რაც შეუძლიათ არის აგრესია, გამოკიდება, თუმცა ესენი ვერ მოგვერევიან, ამით ხალხს ვერც შეაშინებენ, ვერც შეაჩერებენ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თსუსთან მიმდინარე აქცია სამართალდამცველებმა დაშალეს. აქციის მონაწილეები მელიქიშვილის ქუჩისკენ გადაიყვანეს, სადაც სამართალდამცველებს და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო. დაკავებულია რამდენიმე მოქალაქე.