spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – “ქართულმა ოცნებამ” მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, მთელი იმ არსენალით, რაც მათ გააჩნიათ

ერთადერთი მინდა ვთქვა, რომ მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს  და იმ ადამიანებს, რომლებმაც წარმოუდგენელ პირობებში გაატარეს 20 საათზე მეტი ერთ შენობაში, –  ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს გადარჩენის გზა გადის იმაში, რომ პარლამენტში ფეხს არავინ არ შედგამს, ეს არის ნათქვამი და ასეც უნდა მოხდეს, პარლამენტი არ უნდა არსებობდეს.

“ერთადერთი მინდა ვთქვა, რომ მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს  და იმ ადამიანებს, რომლებმაც წარმოუდგენელ პირობებში გაატარეს 20 საათზე მეტი ერთ შენობაში. „ქართულმა ოცნებამ“ მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, მთელი იმ არსენალით, რაც მათ გააჩნიათ – ეს არის სასამართლო, სუსი, ცესკო და სხვა. ყველა ეს ეტაპი, იქნება სააპელაციო სასამართლო, საჩივრები თუ სხვა რაღაცები, ეს ყველაფერი არის ტაქტიკური პროცესი. საქართველოს გადარჩენის გზა გადის იმაში, რომ პარლამენტში ფეხს არავინ არ შედგამს, ეს არის ნათქვამი და ასეც უნდა მოხდეს, პარლამენტი არ უნდა არსებობდეს. ჩვენ უნდა გავუწიოთ ამ ყველაფერს წინააღმდეგობა პროტესტით, ქუჩით, ჭკვიანური, მძლავრი, კარგად გააზრებული ქმედებებით, რადგან ჩვენ უკვე ვიცით „ქართული ოცნების“ მახეები ამ პროცესში“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა არჩევანის ფარულობასთან და საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები, ასევე გააუქმა თეთრიწყაროს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება უბნების გაბათილებასთან დაკავშირებით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები