spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – პატივი ეცით ქართველ ხალხს ან შეგვეშვით

ევროსაბჭოს დელეგაციის ბერსეს ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ელენე ხოშტარია წერს.

მისივე თქმით, სწორედ ამ მიზეზის გამო არ შეხვდნენ ალან ბერსეს.

“ევროსაბჭოს დელეგაციის ბერსეს ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში. ქართველი ხალხი წყვეტს როგორ ვიცხოვრებთ და არა ეგ. აქ ხალხია ნაცემი, დასახიჩრებული, დაჭერილი და ვიღაც კაცი ჩამოდის კანონს შევაცვლევინებ ცოტას ქოცებსო. პატივი ეცით ქართველ ხალხს ან შეგვეშვით. ახალი არჩევნებია ერთადერთი გადაჭრა კრიზისის. ამიტომაც არ შევხვდით არასწორად დაგეგმილ დელეგაციას”, – წერს ელენე ხოშტარია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები