spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ყველა ის სამართალდამცავი თუ პოლიტიკოსი, რომელიც ჩართულია ამ რეპრესიებში, აუცილებლად იქნება დასჯილი

ჩვენთან ერთად ჩართული არიან საერთაშორისო მხარდამჭერები და ყველა ის სამართალდამცავი თუ პოლიტიკოსი, რომელიც ჩართულია ამ რეპრესიებში, აუცილებლად იქნება დასჯილი, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დემონსტრანტების სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა. 

 

მისი თქმით, აქტივისტების დაკავებები ხელისუფლების შიშზე მიუთითებს.

 

“ძლიერი, უწყვეტი აქციებისგან შეშინებული ხელისუფლება ეძებს დაშინების სხვადასხვა მეთოდს, რუსულ მეთოდს. ეს არის ზარები, დახვედრები, სასამართლოში დაბარებები. ამასთანავე, არაერთი ჩვენი მოქალაქე არის უკვე დაკავებული და მინდა, “გირჩი-დროას” სახელით გავაკეთო განცხადება. პირველი – ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას ეშინია, როცა ჩვენ ვართ ერთად. მეორე, არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დარჩება მარტო, სისტემასთან ბრძოლაში არავინ არ იქნება მარტო და ჩვენ, ყველანი ამ პროცესში უნდა ვიყოთ სოლიდარულები. მესამე – არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ორგანიზებული დახმარების სისტემა, ეს არის კონკრეტული რჩევები. ასევე, ორგანიზებული აქვთ, როგორც ადმინისტრაციულ საქმეებზე, ისე სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარება. შეგიძლიათ პირდაპირ მოგვმართოთ ტელეფონის ნომრებზე. ყველა ადამიანი, ვისაც დაიბარებენ, მათ ექნებათ სამართლებრივი მხარდაჭერა.

 

ჩვენთან ერთად ჩართული არიან საერთაშორისო მხარდამჭერები და ყველა ის სამართალდამცავი თუ პოლიტიკოსი, რომელიც ჩართულია ამ რეპრესიებში, აუცილებლად იქნება დასჯილი”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციის  მონაწილეების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, სულ 54 მომიტინგის საქმეა ჩანიშნული და ყველა მათგანს ადმინისტრაციულ კანონდარღვევას, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.  თითოეულ მათგანს 500-ლარიანი ჯარიმა, ან 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები