სალომე ზურაბიშვილი ასრულებს ისტორიულ მისიას საქართველოს კონსტიტუციის, სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ევროპული გზის დაცვისთვის. ყველანაირი კომიკური დაბარება მედვედევი მითითებით, არის საკუთარი თავის კუთხეში მომწყვდევა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს ყოფილა.
“გვინდა გამოვეხმაუროთ სალომე ზურაბიშვილის დაკითხვაზე დაბარებას. ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, დღეს სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, ასრულებს ისტორიულ მისიას საქართველოს კონსტიტუციის, სახელმწიფოებრიობის და ჩვენი ევროპული გზის დაცვის. დღეს სალომე ზურაბიშვილი არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს. მას აქვს ხალხის მხარდაჭერა, ჩვენი, ოპოზიციური პარტიების სრული მხარდაჭერა და მაქვს აქვს უდიდესი საერთაშორისო მხარდაჭერა და რაც მთავარია, ის არის მართალი ქვეყნის ისტორიის და მომავლის წინაშე.
ამიტომ, ყველანაირი კომიკური დაბარება მედვედევის მითითებით, ეს არის კიდევ უფრო დასუსტება და კუთხეში მომწყვდევა საკუთარი თავის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. პროკურატურაში დასაბარებელია ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ღალატისთვის. მსოფლიოს ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ბაიდენისგან, ევროკავშირისგან პირდაპირ გვესმის აბსოლუტურად მტკიცე პოზიცია, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული, ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური, ამ პირობებში ამასთან შეწინააღმდეგება არის უბრალოდ კომიკური”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.