spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, სამწუხაროდ, ეს სიტყვები ჩვენი მთავრობის მხარიდან არ გვესმის

რუსეთის ქმედებები უნდა შეფასდეს ცალსახად, როგორც  ტერორისტული სახელმწიფოს ქმედებები, – ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, დღეს უკრაინელები პარლამენტთან სოლიდარობის აქციას აწყობენ, რომელსაც  “დროას” წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

 

“რუსეთი, რომელიც აგებს ომს, გადასულია ტერორისტულ მოქმედებებზე და უმიზნებს ბავშვებს, საბავშვო მოედნებს, სკოლებს და იმ ადგილებს, სადაც იმყოფება მშვიდობიანი მოსახლეობა. დღეს ჩვენ მთელი დღე გვესმის შეუპოვარი უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს პოზიცია, რომ ისინი არ გატყდებიან, რომ რუსეთი როგორც ბოროტების იმპერია, საბოლოდ დამარცხდება, სწორედ უკრაინელების ხელით. დღეს საქართველოში მცხოვრები უკრაინელები აწყობენ სოლიდარობის აქციას და ვალდებულად ვთვლით თავს, მხარი დავუჭიროთ და შევუერთდეთ ამ აქციას“, – განაცხადა ხოშტარიამ. 

 

მან საგანგებო ბრიფინგზე ასევე “ანტიკორუფციული მოძრაობის“ მიერ გასაჯაროებული ფაქტის შესახებ ისაუბრა, რომელიც რუსეთისათვის სანქციებისთვის გვერდის ავლას ემსახურება. 

 

“დროას“ ლიდერის თქმით,  ამ ინფორმაციას პარტნიორებს მიაწვდიან, რაც  კიდევ ერთი არგუმენტი იქნება პერსონალური სანქციებისათვის.  “რუსეთის ქმედებები უნდა შეფასდეს ცალსახად, როგორც  ტერორისტული სახელმწიფოს ქმედებები. რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო.

 

სამწუხაროდ, ეს სიტყვები ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი მთავრობის მხარიდან არ გვესმის და ამის მოლოდინი არავის აქვს.  ამის გამო მე მიწევს მორიგი სავარაუდო სანქციების თავიდან არიდების შემთხვევების გასაჯაროება. დღეს, „ანტიკორუფციულმა მოძრაობამ“ გაასაჯაროვა დოკუმენტი, სადაც ნათლად წერია, რომ სახმელეთო, სარკინიგზო გზით, საქართველოს გავლით შემოვიდა რუსული სანქცირებული კომპანიის „როსნეფტის“ მიერ 81 ათასი ტონა ბენზინი.

 

ამ პირობებში, მით უმეტეს რუსეთიდან შემომავალი და მითუმეტეს სანქცირებული კომპანიის მიერ შემოტანილი ტვირთი უნდა იყოს განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ. დოკუმენტებში ჩვენ ვკითხულობთ, რომ წარმოშობის ქვეყანა არის უცნობი. ანუ,  ჩვენ სანქცირებულ კომპანიას ვაძლევთ საშუალებას შემოიტანოს ბენზინი, რომელიც არ ვიცით, რომელი ქვეყნიდან მოდის. ეს აჩენს ეჭვს, რომ არა მხოლოდ სანქცირებულ კომპანიას შემოაქვს, არამედ, ეს იყოს  სანქცირებული ტვირთიც. 

 

რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმედია, რომ სახელმწიფო, რომელიც არ იცავს სანქცირების რეჟიმს, პირიქით ეძებს ხვრელებს, რაიმე რეაგირებას გააკეთებს. მაგრამ ჩვენ ამ ინფორმაციას მივაწვდით ჩვენ პარტნიორებს, რაც იქნება კიდევ ერთი არგუმენტი იმისთვის, რომ პერსონალური სანქციებით დაისაჯონ ის ადამიანები, ის კონკრეტული პირები და სქემები, რომლებიც ამ სასტიკ ომში რუსეთის მხარდაჭერას ხელს უწყობენ და ჩრდილს აყენებენ საქართველოს სახელმწიფოს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სანქცირებული ტვირთი საქართველოში 4 ოქტომბერს შემოვიდა. ტვირთი “სან პეტროლიუმ ჯორჯიამ“ მიიღო.

 

ეს კომპანია უკრაინის მთავრობის მიერ დასასანქცირებელთა სიაში მყოფი “Petrocas Energy Group”-ის საკუთრებაშია, თავად პეტროკასი კი ფორმალურად ასევე უკრაინის მიერ სანქცირებულ რუსი ოლიგარქს დავით იაკობაშვილს და ივანე ნაკაიძეს ეკუთვნის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები