spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – საერთოდ არ ვაპირებთ “ქართული ოცნების” დღის წესრიგით ყოფნას, არანაირი ბოიკოტი, ბოიკოტი იქნებოდა დანებება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” გუშინდელი გადაწყვეტილება მათ გეგმებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არ ცვლის და ისინი ბოიკოტის დაწყებას არ აპირებენ. 

 

“ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გუშინდელი განცხადება იყო გათვლილი ერთადერთ რამეზე: გააჩინოს უიმედობა და უმოქმედობის განწყობა ჩვენს მოსახლეობაში, რომ არაფერს აზრი არ აქვს და “ქართული ოცნება” არის ყველაფერზე წამსვლელი. სინამდვილეში, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მიშელის შეთანხმების ხელმოწერის პირველი დღიდან, “ოცნება” ყოველდღიურად ამ შეთანხმებას არღვევდა. ჩვენ არასდროს გვქონია ილუზია, რომ “ოცნება” პატივს სცემს ამ შეთანხმებას, ან ჩვენი პარტნიორების, ან ოპოზიციის, ან საზოგადოების პოზიციას. ერთადერთი სიახლე, რაც ჩვენ ვნახეთ გუშინდელ განცხადებაში ეს იყო, პირველი, მათ აღარ აწყობთ მათივე მოგონილი 43%-იანი ბარიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ არ აქვთ იმედი 43%-ის მოპოვებას. ჩვენთვის არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი მათი მოგონილი ეს ციფრი, ჩვენ ვემზადებით დამაჯერებელი გამარჯვებისთვის. რაც არ უნდა მოიგონონ, შეთხზან, ხელი მოაწერონ, მერე უკან წაიღონ, ჩვენი ბრძოლა არის პრინციპული და იქნება ბოლომდე. 

 

მეორე, რაც ჩვენ გუშინ გვითხრა “ოცნებამ” და 5 ივლისის შემდეგ ამას მიზანმიმართულად გვახვევს თავს, ეს იყო ღია განაცხადი პრორუსულობაზე. მათ თქვეს, რომ დასავლეთთან, ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება მათთვის არაფერს წარმოადგენს. ეს არის გამოწვევა საქართველოს ყველა მოქალაქის. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არჩევნები და ზოგადად, არჩევნების დღე არის არა პოლიტიკოსების, არამედ საქართველოს მოქალაქეების არჩევანის და მომავლის განსაზღვრის დღე. შესაბამისად, ამ გამოწვევაზე ყველამ ერთად უნდა ვუპასუხოთ, რომ არ იქნება საქართველო პრორუსული, საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც პატივს არ სცემს შეთანხმებებს, არ არის ის ქვეყანა სადაც ხალხს ურტყამენ, სცემენ და კლავენ ქუჩაში, სადაც თავს ესხმიან ჟურნალისტებს, სადაც გვეშინია ჩვენი შვილების გარეთ გაშვების, სადაც ზოგადად, ვცხოვრობთ შიშში, სიძულვილსა და ნგრევაში… გავაკეთოთ არჩევანი კოალიციური მრავალფეროვანი, ურთიერთდაბალანსებული, ურთიერთპატივისცემაზე აწყობილის სასარგებლოდ. 

 

მე და ნიკა და ყველა ის პარტია, რომელიც შემოერთებულია ამ კოალიციას, ვართ აბსოლუტურად პრინციპულად განწყობილი ამ ბრძოლისთვის. საერთოდ არ ვაპირებთ “ქართული ოცნების” დღის წესრიგით ყოფნას, არანაირი ბოიკოტი, ბოიკოტი იქნებოდა დანებება, ჩვენ უნდა გვესმოდეს, მათი რა თქმა უნდა, გაყალბების სურვილები და ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ხმა და ჩვენი არჩევანიც, რომელიც არის დასავლური, მშვიდობაზე, განვითარებაზე და კეთილდღეობაზე მიმართული”, – აცხადებს ხოშტარია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები