spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის კუთხით უნდა გააქტიურდეს და ამ პროცესს სათავეში ოპოზიცია უნდა ჩაუდგეს

არანაირი ილუზია, რომ “ქართული ოცნება” დასავლეთის თემაზე რაიმე სახის კონსოლიდაციას მოახდენს, არ გვაქვს, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. 

 

მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის საქმეებში ჩარევას. 

“საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის კუთხით უნდა გააქტიურდეს და ამ პროცესს სათავეში ოპოზიცია უნდა ჩაუდგეს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება პირდაპირ არის ჩარევა ჩვენი ქვეყნის საქმეებსა და სუვერენიტეტში. ტყუილებს საუბრობს, თითქოს ქართული საზოგადოება არის ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგი . ქართული ოცნების პირობებში არანაირი ილუზია, რომ “ქართული ოცნება” დასავლეთის თემაზე სახელმწიფოში რაიმე სახის კონსოლიდაციას მოახდენს, არ გვაქვს. ჩვენ “დროა” წამოვიწყებთ საერთო საზოგადოებრივი და პოლიტიკური საერთაშორისო მიმართვის, სადაც კიდევ ერთხელ  გავუსვამთ ხაზს, რომ ნატო და ზოგადად, ევროპული არჩევანი არის ჩვენი საზოგადოების მყარი არჩვევანი”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები