თეატრის და ზოგადად რეპრესიების თემაზე ვისაუბრეთ, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგარეო საკითხებსაც.
“თეატრის და ზოგადად რეპრესიების თემაზე ვისაუბრეთ, ასევე საერთო სოლიდარული მხარდაჭერის ნორმებზე და საგარეო თემებზე. ეს არის მიმდინარე ყოველდღიური საკითხები.
თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ, სადაც ქვეყანაში მიმდინარე საკითხები განიხილეს.