spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ტყუილების საუბარი, რა გადაწყვიტა სტრასბურგმა, ვერანაირი შედეგის მომტანი ვერ იქნება

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ტყუილების საუბარი, რა გადაწყვიტა სტრასბურგმა, ვერანაირი შედეგის მომტანი ვერ იქნება, – ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთოვნით უკვე მეცხრე დღეა, შიმშილობს. 

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე მოექცა სტრასბურგის მონიტორინგის ქვეშ. 

 

“ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ტყუილების საუბარი, რა გადაწყვიტა სტრასბურგმა, ვერანაირი შედეგის მომტანი ვერ იქნება. სტრასბურგმა კონკრეტულად ამ მომენტში არ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილი დღესვე სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, ოღონდ სტრასბურგმა, პირველ რიგში, თქვა და დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, ანუ, ყველანაირი სპეკულაცია მთავრობის მხრიდან, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს, ჭამს, სვამს და ასე შემდეგ არის საერთაშორისო, ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის მიერ უგულებელყოფილი. 
მეორე – სტრასბურგმა თქვა და მიიღო ეს საქმე პრიორიტეტულ საქმეთა სიაში და მან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პირობებში არის მიხეილ სააკაშვილი.  

 

ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროცესი არის უკვე არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ელჩების, არამედ  სტრასბურგის მონიტორინგის ქვეშ”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები